უარი ალ-ჰილალს - ნაპოლის ოსიმენის სანაცვლოდ, €75 მილიონი სურს
„ნაპოლიმ“ და ვიქტორ ოსიმენმა „ალ-ჰილალის“ შეთავაზება არ მიიღეს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ არაბული კლუბი მზად იყო ნიგერიელ ფორვარდში 65+5 მილიონი ევრო გადაეხადა.
იტალიელი ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, „ნაპოლიმ“ „ალ-ჰილალს“ უარი უთხრა და სურს, რომ ოსიმენში 70 მილიონი ევრო მიიღოს.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორი იჯარით „გალათასარაიაში“ თამაშობს და თურქეთის ჩემპიონატის საუკეთესო თავდამსხმელი გახდა - მან 30 მატჩში 26 გოლი გაიტანა.
გეტყვით ასევე, რომ „ალ-ჰილალის“ მთავარ მწვრთნელად „ინტერის“ ყოფილი თავკაცი, სიმონე ინძაგი დაინიშნა.
გავრცელებული ინფორმაციით, იტალიელი სპეციალისტი ნიგერიელ ფეხბურთელს უკვე დაეკონტაქტა და კლუბის პროექტზე ესაუბრა.