ვიქტორ ოსიმენი, ალ ჰილალი
Aa
Aa

ალ-ჰილალმა ოსიმენის სანაცვლოდ, ნაპოლის €70 მილიონი შესთავაზა

„ალ-ჰილალმა“ „ნაპოლის“ ვიქტორ ოსიმენთან დაკავშირებით, ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა.

ცნობილი ინსაიდერის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, არაბული კლუბი მზადაა, ნიგერიელ თავდამსხმელში 65 მილიონი ევრო გადაუხადოს. კიდევ 5 მილიონი ევრო კი ბონუსების სახით არის გათვალისწინებული.

ახლა გადაწყვეტილება უკვე ნეაპოლელებმა უნდა მიიღოს. როგორც რომანო წერს, „ალ-ჰილალი“ თავად ოსიმენთან ხელფასისა და კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკებებს მართავს.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორი იჯარით „გალათასარაიაში“ თამაშობს და თურქეთის ჩემპიონატის საუკეთესო თავდამსხმელი გახდა - მან 30 მატჩში 26 გოლი გაიტანა.

გეტყვით ასევე, რომ „ალ-ჰილალის“ მთავარ მწვრთნელად „ინტერის“ ყოფილი თავკაცი, სიმონე ინძაგი დაინიშნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ინძაგი ინტერიდან მიდის | სიმონეს საუდის არაბეთში ელოდებიან
ინძაგი ინტერიდან მიდის | სიმონეს საუდის არაბეთში ელოდებიან