85 მილიონი გაამზადეს - იუვენტუსის პრიორიტეტი ოსიმენია
ტურინის იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად იბრძვის და ამ მომენტისთვის სერია ა-ში მეოთხე ადგილს იკავებს.
იტალიური მედიის ინფორმაციით, ბიანკონერი მომავალი სეზონისთვის მზადებას უკვე იწყებს ახალი ტრანსფერისთვის ემზადება.
Football Italia-ს ცნობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ბებერი ქალბატონის მთავარი სამიზნე ვიქტორ ოსიმენი იქნება, რომელიც ახლა იჯარის წესით გალათასარაიში თამაშობს და შესანიშნავი სეზონი აქვს.
გასათვალისწინებელია ნაპოლის და თავად ოსიმენის პოზიცია. ნიგერიელი თავდამსხმელის ოცნება პრემიერ ლიგაში თამაშია, ხოლო მის კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც გამოსასყიდი თანხის გადახდა მხოლოდ უცხოურ გუნდებს შეუძლიათ და არა იტალიურს.
გამოსასყიდი თანხა 75 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო თუ წყაროს დავუჯერებთ, ტურინული გრანდი მზად არის 85 მილიონი ევრო გადაიხადოს და ასე დაარწმუნოს პარტენოპეი მის გაყიდვაში.
შეგახსენებთ, რომ ოსიმენის გადაბირებით პარი სენ ჟერმენი და მანჩესტერ იუნაიტედიც ინტერესდებიან.
ასევე შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად ვიქტორმა 37 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 33 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.