გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ხოსე მანუელ ოჩოტორენა 64 წლის ასაკში გარდაიცვალა

ესპანეთის ნაკრებისა და „ვალენსიას“ ყოფილი მეკარე, ხოსე მანუელ ოჩოტორენა 64 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბოლო თვეების განმავლობაში ოჩოტორენა დაავადებას ებრძოდა და სამწუხაროდ, მისი დამარცხება ვერ მოახერხა.

„ვალენსიამ“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლითაც მომხდარის შესახებ გვაუწყა და ფეხბურთელის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

„ღამურების“ გარდა, ოჩოტორენას „რეალში“, „ტენერიფესა“ და „ლოგრონესში“ უთამაშია. მან კარიერა 1998 წელს დაასრულა და გოლკიპერების მწვრთნელი გახდა. ხოსე მანუელი „ვალენსიასა“ და ესპანეთის ნაკრების მეკარეებს ავარჯიშებდა.

როდესაც გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში“ გადავიდა, მასთან სწორედ ოჩოტორენა მუშაობდა. ესპანელმა სპეციალისტმა „მამარდას“ პროგრესში დიდი წვლილი შეიტანა და თავად გიორგისაც აღუნიშნავს, რომ მისგან ძალიან დიდი ცოდნა მიუღია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამუკელაშვილის საუკეთესო მატჩი ტორონტოში | 21 წუთში 16 ქულა ჩააგდო
მამუკელაშვილის საუკეთესო მატჩი ტორონტოში | 21 წუთში 16 ქულა ჩააგდო