კევინ დურანტი
Aa
Aa

დურანტი მამუკელაშვილთან - სან ანტონიოს ვარიანტი რეალურია

უკვე რამდენიმე წელია „სან ანტონიო“ NBA-ს პლეი ოფში გასვლას ვერ ახერხებს, რაც ბუნებრივია ასეთი ისტორიისა და ტრადიციების მქონე კლუბს არ შეეფერება. შექმნილი რთული მდგომარეობის გამოსწორებას „სპურსის“ ხელმძღვანელები სერიოზულად აპირებენ და თვლიან, რომ პროგრესისთვის ერთი სუპერვარსკვლავის დამატება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

Arizona Sports-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომლის ჟურნალისტი ჯონ გამბარადო კევინ დურანტის ახლო მეგობარია, დარწმუნებით აცხადებს, რომ „ფინიქსის“ ვარსკვლავი სრული სერიოზულობით განიხილავს „სან ანტონიოში“ გადასვლის შესაძლებლობას და უახლოეს მომავალში მხარეები მოლაპარაკებებსაც დაიწყებენ. რამდენად კარგია სანდრო მამუკელაშვილისთვის და შეზღუდავს თუ არა მის სათამაშო დროს დურანტის მისვლა, ეს რთული სათქმელია, თუმცა NBA-ს სუპერვარსკვლავის გარემოცვაში ასპარეზობა სანდროსთვის ურიგო არ უნდა იყოს.

გასულ სეზონში „სანსის“ რიგებში დურანტი საშუალოდ 26,6 ქულას, 6 მოხსნასა და 4,2 ასისტს აგროვებდა. ფინიქსელებთან მოქმედი კონტრაქტის თანახმად ის ყოველწლიურად ხელფასის სახით 54,7 მილიო დოლარს იღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
506 ქულა, 300 მოხსნა დაცვაში და 100 დაფარება - გოგა ბითაძის სეზონი ციფრებში
506 ქულა, 300 მოხსნა დაცვაში და 100 დაფარება - გოგა ბითაძის სეზონი ციფრებში