ოთარ კაკაბაძე
Aa
Aa

„კაკაბაძეს ნიდერლანდელები აკვირდებოდნენ“ | ტრანსფერზე საუბარი ჯერ ადრეა

საქართველოს ნაკრებისა და პოლონური „კრაკოვიის“ მცველით, ოთარ კაკაბაძით ნიდერლანდელი მენეჯერი დაინტერესდა, მაგრამ მის ტრანსფერზე საუბარი ჯერ ნაადრევია – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან ახალგაზრდა მენეჯერმა, ნიკა აფაქიძემ განაცხადა.

აფაქიძემ ფეხბურთის თამაში ზუგდიდის „ბაიაში“ დაიწყო, იყო ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი, მაგრამ 32 წლის ასაკში კარიერის დასრულება გადაწყვიტა და თბილისში საფეხბურთო სკოლა ჩამოაყალიბა. პარალელურად, ერთ-ერთ სამენეჯერო სააგენტოსა და ქართველ ფეხბურთელებთან თანამშრომლობს.

„პოლონურ სატრანსფერო ბაზართან კავშირები გვაქვს. ოთარ კაკაბაძის ტრანსფერზე ინფორმაცია ვრცელდებოდა, თითქოს ნიდერლანდების, გერმანიის ბუნდესლიგისა და ინგლისის ჩემპიონშიპის გუნდებში იწვევენ.

რაც ვიცი, გეტყვით: პოზნანის „ლეხთან“ „კრაკოვიის“ მატჩს ნიდერლანდელი სკაუტი სპეციალურად კაკაბაძეზე დასაკვირვებლად დაესწრო. ოთარი სტაბილურად თამაშობს გუნდშიც და ნაკრებშიც, ასეთი თვისებების მქონე მოთამაშისადმი, რომელიც ამავე დროს გუნდის კაპიტანია, ინტერესი სულ იქნება.

მაგრამ ტრანსფერი მხოლოდ კაკაბაძისა და „კრაკოვიისთვის“ მისაღები შეთავაზების შემთხვევაში შედგება. თუმცა კონკრეტულად ჯერ ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადა აფაქიძემ.

ცნობისთვის, კაკაბაძეს „კრაკოვიასთან“ კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი ღირებულება 1.5 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფანმა კინაღამ დამანოკაუტა“ | გადმოვარდნილი ქომაგები და მერაბის რეაქცია
„ფანმა კინაღამ დამანოკაუტა“ | გადმოვარდნილი ქომაგები და მერაბის რეაქცია