ორმაგი დუბლი და მატჩის MVP | შენგელიას ბრწყინვალე თამაშით ბოლონია ფინალშია
იტალიის ჩემპიონატის ნახევარფინალური სერიის მეოთხე დაპირისპირებაში „ბოლონიამ’’ სტუმრად „მილანი’’ დაამარცხა (78:84).
ამ გამარჯვებაში თორნიკე შენგელიამ დიდი წვლილი შეიტანა. მიუხედავად იმისა, რომ 34 წლის კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში არ იყო, მოედანზე გატარებულ 27 წუთში 25 ქულა ჩააგდო, 10 მოხსნა და 2 პასი შეასრულა. მის აქტივში ორმაგი დუბლია.
ჩაგდებული ქულების რაოდენობით „ბოლონიაში’’ შენგელია საუკეთესო იყო, მეტოქე გუნდიდან მასზე მეტი ქულა მხოლოდ ნიკოლა მიროტიჩმა ჩააგდო (30). ქართველი კალათბურთელი მატჩის MVP გახდა.
„ბოლონიამ'' „მილანთან'' სერია 3:1 მოიგო, სერია A-ს ფინალში ზედიზედ მეხუთედ ითამაშებს. თორნიკე შენგელიას გუნდი ფინალში „ბრეშას'' დაუპირისპირდება, რომელმაც ნახევარფინალში „ტრაპანის'' დამაჯერებლად 3:0 სძლია.