პაბლო გავი
Aa
Aa

„ინერვიულებენ, ერთი თამაშიც ვერ მოგვიგეს“ - გავი რეალის მდგომარეობაზე

„ბარსელონას“ ყოველთვის ჰყავდა ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც მოედანზე თავისი საქმის კარგად შესრულების გარდა, მინდორს მიღმა „რეალისადმი“ ირონიული და დამცინავი განცხადებების გაკეთებით გამოირჩეოდნენ. თუ ადრე ამ საქმით ჟერარ პიკე იყო დაკავებული, ახლა მსგავსი ფუნქციები პაბლო გავიმ შეითავსა, რომელმაც შეკითხვაზე, რამდენად ელოდა სამეფო კლუბისგან ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურობას, ასეთი პასუხი გასცა:

„მთელი გასული სეზონი ნერვიულობდნენ და დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდად არც ახლა იქნებიან. ოთხი „ელ კლასიკო“ შედგა და ოთხივე „ბარსას“ გამარჯვებით დასრულდა, რაც აქამდე არასოდეს მომხდარა. ასე რომ, ჩვენი ყველაზე პრინციპული მეტოქის ნერვიულობა სრულიად ბუნებრივ მოვლენად მეჩვენება. სატრანსფერო ბაზარზე იაქტიურეს და გაძლიერდნენ, თუმცა გულხელდაკრეფილი ჯდომას არც ჩვენ ვაპირებთ და ვნახოთ, რამდენად გაგვიმკლავდებიან“.

შეგახსენებთ, რომ ახალი მთავარი მწვრთნელის ჩაბი ალონსოს უშუალო მოთხოვნით, „ბლანკოსმა“ ოთხი მოთამაშე, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი, დინ ჰუისენი, ალვარო კარერასი და ფრანკო მასტანტუონო დაიმატა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მთავარია, გამარჯვებული სამართლიანად გამოვლინდეს“ - რაფინია ოქროს ბურთზე
„მთავარია, გამარჯვებული სამართლიანად გამოვლინდეს“ - რაფინია ოქროს ბურთზე