„ყველაზე რთული გადაწყვეტილება“ - სონმა წასვლა დააანონსა
„ტოტენჰემის“ გულშემატკივრებმა „ნიუკასლთან“ ამხანაგური მატჩის წინ მათთვის საკმაოდ სევდიანი ამბავი შეიტყვეს - „ჰოთსპურის“ ლიდერმა ჰონგ-მინმა სონმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ უახლოეს პერიოდში ლონდონურ კლუბს დატოვებს, რადგან სურს კარიერაში ახალი გამოწვევები მიიღოს.
ჰონგ-მინ სონი
ეს არის ყველაზე რთული გადაწყვეტილება და ყველაზე სევდიანი დღე ჩემს კარიერაში. „ტოტენჰემში“ ათი წლის წინ, 23 წლის ასაკში მოვედი, როდესაც ინგლისურად ორი სიტყვის თქმაც არ ვიცოდი და ახლა მივდივარ, როგორც ჩამოყალიბებული კაცი, რომელმაც ძალიან ბევრს მიაღწია. ვიცი, რომ დედაქალაქური კლუბის საოცარი ქომაგები გამიგებენ და ჩემს გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდებიან.
წინასწარი ინფორმაციით, სონი კარიერას ამერიკის MLS-ში განაგრძობს და კონტრაქტს „ლოს-ანჯელესთან“ გააფორმებს. „ტოტენჰემში“ 10-წლიანი ასპარეზობის მანძილზე მან ყველა ტურნირზე ჩატარებულ 454 მატჩში 173 გოლი გაიტანა. სამხრეთ კორეელმა შემტევმა გუნდს ევროპა ლიგა (2025) მოაგებინა, ინგლისის ლიგის თასსა (2021) და ჩემპიონთა ლიგაზე (2019) კი, ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდა.