აშრაფ ჰაკიმი
Aa
Aa

სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ - ჰაკიმის 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება

„პარი სენ-ჟერმენის“ მცველს, აშრაფ ჰაკიმის 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ამის შესახებ გამოცემა Le Parisien-ი იტყობინება.

არსებული ინფორმაციით, 2023 წელს ქალმა ჰაკიმის სექსუალურ ძალადობაში დასდო ბრალი, რის შემდეგაც ფეხბურთელის მიმართ სასამართლოს ზედამხედველობა ამოქმედდა.

26 წლის ქალის თქმით, ჰაკიმიმ მას ტაქსი გამოუძახა, რომლითაც ის ფეხბურთელის სახლში მივიდა, სადაც „სიტუაცია უკონტროლო გახდა“, ჰაკიმიმ კი მას კოცნა და ტანსაცმლის გახდა დაუწყო, რასაც თავად ქალი აპროტესტებდა.

დღეს კი, Le Parisien-ის ინფორმაციით, ქალაქ ნანტერის [პარიზის ერთ-ერთი გარეუბანი] პროკურატურამ ო-დე-სენის დეპარტამენტის სისხლის სამართლის სასამართლოს ჰაკიმისთვის ბრალის წაყებენის მოთხოვნით მიმართა. მაროკოელი ფეხბურთელი ბრალს არ აღიარებს.

შემდგომ ეტაპზე გადაწყვეტილება მოსამართლემ უნდა მიიღოს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში პსჟ-ის ფეხბურთელს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ბარსელონას სასამართლომ დანი ალვეში უდანაშაულოდ ცნო
ბარსელონას სასამართლომ დანი ალვეში უდანაშაულოდ ცნო