ილია თოფურია, დენიელ კორმიე, მაიკლ ბისპინგი
Aa
Aa

„შენც ასე მოიქეცი“ | კორმიეს პასუხი ბისპინგს ილიაზე გაკეთებული განცხადების გამო

UFC-ის ორი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, დენიელ კორმიემ მაიკლ ბისპინგი გააკრიტიკა. ინგლისელმა მებრძოლმა განაცხადა, რომ ილია თოფურია ჯონ ჯონსს ბაძავს და ქამრის ნომერ პირველ პრეტენდენტთან, არმან ცარუკიანთან ჩხუბს თავს არიდებს, რასაც „დისი“ იუთუბის საკუთარ არხზე გამოეხმაურა.

„მაიკლ, მესმის, რომ იმედგაცრუებული ხარ. როდესაც ჩემპიონი იყავი, დენ ჰენდერსონთან იჩხუბე, რადგან რევანშის აღება გინდოდა. თუმცა, როცა სენ-პიერთან ბრძოლის შანსი გამოჩნდა — რაც ბევრად დიდი მოვლენა იქნებოდა — მაშინვე დათანხმდი.

იმ დროს იოელ რომერო საჩემპიონო ბრძოლისთვის უფრო ღირსეული კანდიდატი იყო, მაგრამ სენ-პიერთან დაპირისპირება აირჩიე, რადგან კარგად ხვდებოდი, რომ ეს ბრძოლა მასშტაბურ და სარფიან მოვლენად იქცეოდა. გეთანხმები, რომ ილიამ არმანთან უნდა იჩხუბოს, თუმცა ზუსტად იცი, რას აკეთებს თოფურია — იგივე შენც გააკეთე, როცა რომეროს ნაცვლად სენ-პიერს შეხვდი.“

ცნობისთვის, ბისპინგის თქმით, არმან ცარუკიანი ნებისმიერი მოწინააღმდეგისთვის სერიოზული საფრთხეა და ილია მას უნდა ეჩხუბოს. ბისპინგის პოზიციას პოლ ფელდერიც იზიარებს, რომელიც აცხადებს, რომ „ელ მატადორის“ ქცევები არ მოსწონს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ქოჩორაშვილის პირველი ოფიციალური შეხვედრა | სპორტინგი ბენფიკასთან დამარცხდა
ქოჩორაშვილის პირველი ოფიციალური შეხვედრა | სპორტინგი ბენფიკასთან დამარცხდა