ქოჩორაშვილის პირველი ოფიციალური შეხვედრა | სპორტინგი ბენფიკასთან დამარცხდა
გიორგი ქოჩორაშვილმა „სპორტინგის“ მაისურით პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. პორტუგალიის სუპერთასის შეხვედრაში „ლომები“ „ბენფიკას“ დაუპირისპირდნენ და მატჩი „არწივების“ გამარჯვებით დასრულდა - 1:0.
როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა უაღრესად დაძაბული გამოდგა. მეხუთე წუთზე „სპორტინგმა“ გოლი გაიტანა და თავი პედრო გონსალვეშმა გამოიჩინა, თუმცა მისი დარტყმა თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა. მატჩის ერთადერთი გოლი 50-ე წუთზე გავიდა. ვანგელის პავლიდისის დარტყმის შემდეგ „სპორტინგის“ მეკარემ, რუი სილვამ შეცდომა დაუშვა და „ბენფიკა“ დაწინაურდა.
ქოჩორაშვილი მოედანზე 69-ე წუთზე შევიდა. გიორგი ბურთს 21-ჯერ შეეხო და 16-დან 13 ზუსტი გადაცემა გააკეთა. „ქოჩომ“ ერთხელ ჩააწოდა და ბურთი პირდაპირ ანატოლი ტრუბინს მიუვიდა. 2-დან 2 ზუსტი გრძელი პასი ჰქონდა და ბურთი 6-ჯერ დაკარგა.
ცნობისთვის, პორტუგალიის ჩემპიონატი მომდევნო კვირას გაიხსნება და „სპორტინგი“ პირველ შეხვედრას სტუმრად გამართავს. 8 აგვისტოს, თბილისის დროით, 23:15-ზე „ლომები“ „კასა პიას“ დაუპირისპირდებიან.