რაფინია დიასი
Aa
Aa

„მთავარია, გამარჯვებული სამართლიანად გამოვლინდეს“ - რაფინია ოქროს ბურთზე

„ბარსელონას“ ბრაზილიელმა შემტევმა, რაფინიამ ესპანურ Sport-თან ინტერვიუში რამდენიმე თემაზე ისაუბრა.

„ბარსელონას“ კაპიტნობა ჩემი ოცნებაა. თანაგუნდელებმა ამირჩიეს და ამით ძალიან ვამაყობ. თუ ამ კლუბში თამაში შენთვის საკმარისი მოტივაცია არაა, მაშინ აქ ყოფნას არ იმსახურებ.

რაც უფრო დიდი იქნება კონკურენცია, მით უკეთესი ჩვენთვის. კონკურენცია განვითარებაში გვეხმარება - ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ ტიტულების მოგება გინდა.

შევეცდები, რომ ეს სეზონი შარშანდელზე უკეთესად ჩავატარო. „ბარსელონაში“ ჩემპიონთა ლიგის მეექვსედ მოგება ჩემი კარიერის ერთ-ერთი მიზანია. მინდა, აქ რაც შეიძლება დიდ ხანს დავრჩე, მაგრამ თუ დავინახავ, რომ სარგებელი აღარ მომაქვს, მე თვითონ ვიტყვი, რომ მივდივარ.

ოქროს ბურთი? მთავარია, რომ გამარჯვებული სამართლიანად გამოვლინდეს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩემი ოჯახისთვის და ახლობელი ადამიანებისთვის ვიყო საუკეთესო. იმსახურებს თუ არა ამ ჯილდოს ლამინ იამალი? ის შესანიშნავი ფეხბურთელია და არაერთი წელი იქნება ნომერ პირველი, თუმცა ეს მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. იამალს ნიჭი აქვს, მაგრამ მხოლოდ ეს არ კმარა, დაუღალავი შრომაა საჭირო“.

ცნობისთვის, რაფინიამ გასულ სეზონში „ბარსელონას“ მაისურით 57 მატჩში 34 გოლი გაიტანა და 25 ასისტი მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კანისარესი: ოქროს ბურთის ამბავმა ის გატეხა, თუ ეს ვერ დაძლია, მეორე დონის მოთამაშე გახდება
კანისარესი: ოქროს ბურთის ამბავმა ის გატეხა, თუ ეს ვერ დაძლია, მეორე დონის მოთამაშე გახდება