დიოგუ ჟოტა
Aa
Aa

ჟოტას ხსოვნას მიაგო პატივი | მილნერმა მაისურის ნომერი შეიცვალა

„ლივერპულის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯეიმს მილნერმა დიოგუ ჟოტას ხსოვნას პატივი მიაგო. ინგლისელმა ნახევარმცველმა, რომელიც „ბრაიტონში“ ასპარეზობს, გადაწყვიტა, ჟოტას ხსოვნის პატივსაცემად, ექვსის ნაცვლად 20-ნომრიანი მაისურით ითამაშოს.

„როდესაც გავიგე, რომ კარლოს ბალება ნომრის შეცვლასა და ოციანის გათავისუფლებას გეგმავდა, გადავწყვიტე, პატივსაცემად, და რა თქმა უნდა, მისი ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, ეს ნომერი ამერჩია. ჟოტა საოცარი ფეხბურთელი იყო, რომელთან თამაშიც მაბედნიერებდა და შესანიშნავი მეგობრები ვიყავით.

ინგლისის პრემიერ ლიგის ახალ სეზონში, ამ ნომრით თამაში ჩემთვის უდიდესი პატივია“, - განაცხადა მილნერმა, რომელიც 2023 წლამდე „ლივერპულის“ რიგებში ასპარეზობდა და ჟოტას თანაგუნდელი იყო.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელი ფეხბურთელი რამდენიმე კვირის წინ, ტრაგიკულ შემთხვევას ემსხვერპლა. ჟოტა თავის ძმასთან, 26 წლის ანდრესთან ერთად ესპანეთში, ზამორას პროვინციაში იმყოფებოდა. მათი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რის შემდეგაც მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა ანდრე ჟოტაც - ის ასევე ფეხბურთელი იყო და პორტუგალიური „პენაფიელის“ ღირსებას იცავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შენც ასე მოიქეცი“ | კორმიეს პასუხი ბისპინგს ილიაზე გაკეთებული განცხადების გამო
„შენც ასე მოიქეცი“ | კორმიეს პასუხი ბისპინგს ილიაზე გაკეთებული განცხადების გამო