კიტეიშვილმა გაიტანა და აქტიური იყო - შტურმმა ლინცს მოუგო
ავსტრიის ბუნდესლიგის პირველ ტურში გრაცის „შტურმი“, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი იცავს, „ლინცს“ ესტუმრა და დამაჯერებლად გაიმარჯვა - 2:0.
სტუმრებმა ანგარიში მე-9 წუთზე სწორედ კიტეიშვილის აქტიურობის შემდეგ გახსნეს - მისი თავური დარტყმა ხარიხას მოხვდა, დამატებაზე კი მცველებს ლეონ გრგიჩმა დაასწრო. მე-11 წუთზე კიტეიშვილმა პენალტი გამოიმუშავა, რომელიც თვითონვე შეასრულა - 2:0.
კიტემ მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და ის იურგენ ზოიმელმა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში შეცვალა. Sofascore-მა ქართველი ნახევარმცველის თამაში 7.7 ქულით შეაფასა, მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 13-დან 7 მოგებული ორთაბრძოლა, 2 ჩაჭრა, 74 შეხება ბურთთან, 4-დან 2 წარმატებული დრიბლინგი, 57-დან 50 ზუსტი პასი (88%), 4 საკვანძო პასი, 6-დან 3 ზუსტი გრძელი პასი, 1 შექმნილი საგოლე მომენტი, 1 დარტყმა კარში და 1 დარტყმა კარისკენ. კიტეიშვილმა 13-ჯერ დაკარგა ბურთი, ორჯერ დაჯარიმდა, ყვითელი ბარათი მიიღო, და მეტოქესაც ორჯერ დაარღვევინა წესები.
კიტეიშვილის გამორჩეული მომენტები:
მომდევნო მატჩს „შტურმი“ 10 აგვისტოს შინ, ვენის „რაპიდის“ წინააღმდეგ გამართავს.