ბაიერნის მეკარეს 6 წლის შვილი გარდაეცვალა
სვენ ულრაიხს 6 წლის შვილი გარდაეცვალა. ბაიერნის“ სათადარიგო მეკარემ ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.
36 წლის გერმანელი ფეხბურთელის თქმით, მისი შვილი რამდენიმე კვირის წინ, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცალა.
„ამ ინფორმაციის გასაჯაროების გადაწყვეტილება ჩვენთვის უაღრესად რთული იყო, თუმცა ჩვენი ოჯახისთვის ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რათა სიცხადე შევიტანოთ როგორც ჩვენს გარემოცვაში, ისე საზოგადოების თვალში. ჩვენს ქალიშვილთან ერთად ვცდილობთ, ნაბიჯ-ნაბიჯ დავუბრუნდეთ ცხოვრებას. განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ოჯახებს, მეგობრებს და „ბაიერნს“ ბოლო თვეების განმავლობაში გამოჩენილი თავშეკავებისა და დიდი მხარდაჭერისთვის — ეს ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. საზოგადოებასა და მედიის წარმომადგენლებს ვთხოვთ გაგებით მოეკიდონ და პატივი სცენ ჩვენს პირად ცხოვრებას“ - წერს ულრაიხი.
შეგახსენებთ, რომ სვენი „ბაიერნში“ 2021 წელს გადავიდა.