ფრენკი დე იონგი
Aa
Aa

დე იონგი ბარსელონასთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ფრენკი დე იონგმა „ბარსელონასთან“ ახალი შეთანხმების გაფორმების სურვილი გამოთქვა. ამის შესახებ ESPN-ი იუწყება.

2026 წლის ივნისში ჰოლანდიელი ცენტრალური ნახევარმცველი შესაძლოა თავისუფალი აგენტი გახდეს. მედიაში იწერებოდა, რომ „ბლაუგრანას“ სურს, რომ ფრენკისთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმოს, ერთი სეზონის გაფორმების ოფციით. ამასთან, დე იონგმა თავდაპირველად აგენტი უნდა შეიცვალოს. 

„მე ჯერ კიდევ არ გამიხანგრძლივებია კონტრაქტი, თუმცა „ბარსაში“ ყველაფერი მაწყობს და რამდენადაც ვიცი, კლუბიც კმაყოფილია ჩემი, ამიტომაც მე კონტრაქტს გავახანგრძლივებ“, - თქვა 28 წლის ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ დე იონგი ბარსელონაში 2019 წლიდან თამაშობს და დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 259 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 19 გოლი გაიტანა და 23 საგოლე გადაცემა შეასრულა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 45 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქოჩორაშვილის პირველი ოფიციალური შეხვედრა | სპორტინგი ბენფიკასთან დამარცხდა
ქოჩორაშვილის პირველი ოფიციალური შეხვედრა | სპორტინგი ბენფიკასთან დამარცხდა