ხელოვნური ინტელექტი Avisia: ოქროს ბურთის ფავორიტი დემბელეა
როგორც მოგეხსენებათ, სულ მალე 2025 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოება გაიმართება. მთავარ ფავორიტად უსმან დემბელე მიიჩნევა.
ხელოვნურმა ინტელექტმა, რომელსაც პარიზის ანალიტიკური კომპანია Avisia იყენებს, ოქროს ბურთზე ნომინირებული 30 ფეხბურთელის შანსები შეაფასა.
ალგორითმმა განიხილა გასული სეზონის კლუბების წარმატებები, ფეხბურთელების შედეგები და სოციალურ ქსელებში გამოხმაურებები.
Avisia- ვერსიით, 2025 წლის ოქროს ბურთის მთავარი ფავორიტი უსმან დემბელეა, რომლის მოგების შანსი 72%-ია.
ხუთეული ასე გამოიყურება:
- უსმან დემბელე - 72%
- ლამინ იამალი - 56 %
- ვიტინია - 40%
- მოჰამედ სალაჰი - 39%
- რაფინია - 33%
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში პარი სენ ჟერმენმა ყველა საკლუბო ტიტული მოიგო, გარდა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატისა. ამ წარმატების მთავარი შემოქმედი კი უსმან დემბელე გახლავთ, რომელმაც ყველა ტურნირზე ერთად 53 ჩატარებულ შეხვედრაში 35 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა შეასრულა.