სამი მედალი ერთ წონაში - მოჭიდავეების პოლონური წარმატება
მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში ქართველი მოჭიდავეებისთვის თითოეული საერთაშორისო ტურნირი მნიშვნელოვან შეჯიბრებად და ერთგვარ გენერალურ რეპეტიციად ითვლება. ანალოგიური დანიშნულება ჰქონდა პოლონეთში გამართულ ციოლაოვსკისა და პიტლანსინსკის მემორიალურ ტურნირს, სადაც ჩვენ ქვეყანას ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ათიდან შვიდ წონით კატეგორიაში ჰყავდა წარმომადგენელი და ქართველმა მოჭიდავეებმა 6 მედალი მოიპოვეს.
განსაკუთრებით წარმატებული ჩვენთვის 87 კილოგრამი წონითი კატეგორია აღმოჩნდა, სადაც ქართველი სპორტსმენი სამივე სინჯის მედლის მფლობელი გახდა. ფინალში ლაშა გობაძემ აივენგო რიკაძე დაამარცხა, ხოლო გურამ ხეცურიანმა ბრინჯაოს პრიზიორობა იზეიმა. გეტყვით დანარჩენ სამ მედალოსნებზეც - 67 კილოგრამში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული დიეგო ჩხიკვაძე გახდა, გიორგი შოთაძემ კი, საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა. რაც შეეხება რამაზ სილაგავას, ის ბრინჯაოს მედალს 55 კილოგრამში დაეუფლა.
შეგახსენებთ, რომ ბერძნულ-რომაულ და თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 2025 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს 13-დან 21 სექტემბრის ჩათვლით ხორვატიის დედაქალაქი ზაგრები უმასპინძლებს.