„არაფერია სათქმელი“ | ილია თოფურია მერაბის წარმატებას გამოეხმაურა
UFC-ის ქართველი მებრძოლი, ილია თოფურია მერაბ დვალიშვილის წარმატებას გამოეხმაურა. „ელ მატადორმა“ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე ე.წ „სთორი“ გამოაქვეყნა და „მანქანას“ ლეგენდა უწოდა.
„არაფერია სათქმელი. ლეგენდა ხარ“, - განაცხადა თოფურიამ.
თოფურიას დვალიშვილის წარმატებაში ეჭვი არ ეპარებოდა. შონ ომალისთან გასამართ ორთაბრძოლამდე რამდენიმე საათით ადრე, ილიამ სოციალურ ქსელებში პოსტი გამოაქვეყნა და დვალიშვილს ასე მიმართა: „გამარჯვება შენ გეკუთვნის, ძმაო“.
როგორც მოგეხსენებათ, „მანქანამ“ სატიტულო ჩხუბში პირველი ფინიში გაიფორმა და ომალი მახრჩობელა ილეთით დაამარცხა. დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მე-13 გამარჯვება იზეიმა და ისეთ ლეგენდებს გაუთანაბრდა, როგორებიც ხაბიბ ნურმაგომედოვი, მაქს ჰოლოუეი, ჟორჟ სენ-პიერი, ჯონ ჯონსი და დემეტრიუს ჯონსონი არიან.