კაბო ვერდესთან ამხანაგური მატჩი | საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მეორე ამხანაგურ შეხვედრას ქუთაისში გამართავს. თბილისის დროით, 20:00-ზე, „ჯვაროსნები“ კაბო ვერდეს ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან და ვილი სანიოლის სასტარტო თერთმეტეული ასე გამოიყურება:
ლუკა გუგეშაშვილი, გიორგი გოჩოლეიშვილი, გიორგი გველესიანი, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, ნიკა გაგნიძე, ვლადიმერ მამუჩაშვილი, საბა ლობჟანიძე, გიორგი გულიაშვილი, გიორგი ქვილითაია.
შეგახსენებთ, რომ ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა პირველი ამხანაგური შეხვედრა ფარერის კუნძულების წინააღმდეგ გამართა. სანიოლის ბიჭებმა მინიმალური ანგარიშით, 1:0 მოიგეს და მატჩის ერთადერთი გოლი ლუკა ლოჩოშვილის ანგარიშზეა.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: გიორგი ლორია (ომონია არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი (პანსერაიკოსი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)
დაცვა: გიორგი გოჩოლეიშვილი (კოპენჰაგენი, დანია), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (სალერნიტანა, იტალია), ივა გელაშვილი (იბერია 1999, თბილისი), გურამ გიორბელიძე (ერზურუმსპორი, თურქეთი), საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნიკა კვეკვესკირი (ნირეჰაზა, უნგრეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი (შერიფი, მოლდოვა), შოთა ნონიკაშვილი (ჩერკასი, უკრაინა), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), ლევან შენგელია (ოფი კრეტა, საბერძნეთი), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), გიორგი ბერიძე (უიპეშტი, უნგრეთი), გიორგი გაგუა (ისტრა 1961, ხორვატია), გიორგი ქვილითაია (არის ლიმასოლი, კვიპროსი), დავით ვოლკოვი (ზირა, აზერბაიჯანი)