„ომალის გეგმამ გამაკვირვა“ | სენდჰეგენმა დვალიშვილი შეაქო
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, კორი სენდჰეგენმა მერაბ დვალიშვილზე ისაუბრა. სენდჰეგენმა არ დამალა, რომ შონ ომალის სტრატეგიით გაკვირვებული დარჩა და „მანქანის“ მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
„სიმართლე გითხრათ, უცნაურად მომეჩვენა, ომალიმ ოქტაგონზე აქტიურად გადაადგილება რომ აირჩია. ძალიან ძნელია, სისტემატურად იმოძრაო ისეთი მებრძოლის წინააღმდეგ, როგორიც მერაბ დვალიშვილია, რადგან მერაბი მეტოქეზე გამუდმებულ წნეხს ახორციელებს.
დვალიშვილი ძალიან მაგარია, როდესაც საქმე მსაჯების გადაწყვეტილებამდე მიდის. ამიტომ, მისი დანოკაუტებაა საჭირო. ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის საუკეთესო მებრძოლია და მე მისი გზიდან ჩამოშორება მინდა“.
ცნობისთვის, შონ ომალისთან გამარჯვების შემდეგ, სენჰეგენი დვალიშვილის შეხვდა. კორიმ „მანქანას“ წარმატება მიულოცა და უთხრა, რომ ერთი სული, მის წინააღმდეგ როდის იჩხუბებს. ამჟამინდელი მდგომარეობით, მოსალოდნელია, რომ „მანქანის“ მომდევნო მეტოქე სწორედ სენდჰეგენი იქნება.