რობერტ ლევანდოვსკი
Aa
Aa

ლევანდოვსკი დროებით წავიდა | სკანდალი პოლონეთის ნაკრებში

პოლონეთის ნაკრები ერთ-ერთი ლიდერის, რობერტ ლევანდოვსკის გარეშე დარჩა. „ბარსელონას“ თავდამსხმელმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ეროვნულ გუნდში მანამ არ დაბრუნდება, სანამ მისი მთავარი მწვრთნელი მიხალ პრობეჟი იქნება.

„შექმნილი სიტუაციიდან და იქიდან გამომდინარე, რომ პოლონეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩემდამი ნდობა დაკარგა, გადავწყვიტე, ეროვნული გუნდიდან იქამდე წავიდე, სანამ ის თავკაცი იქნება. იმედი მაქვს, რომ მსოფლიოს საუკეთესო გულშემატკივრების წინაშე თამაშს კიდევ შევძლებ“, - განაცხადა „ლევამ“.

პოლონეთის ნაკრებში მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ლევანდოვსკის კაპიტნის სამკლავური ჩამოართვეს. მის ნაცვლად, გუნდის კაპიტანი პიოტრ ჟელინსკი გახდა და როგორც პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში აღინიშნა, მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, პრობეჟმა რობერტს პირადად შეატყობინა. ლევანდოვსკის ეს არ მოეწონა და ნაკრებიდან წასვლა გადაწყვიტა.

ცნობისთვის, პოლონეთმა 6 ივნისს ითამაშა და მოლდოვას ამხანაგური მატჩი 2:0 მოუგო. ლევანდოვსკის გუნდის მომდევნო მეტოქე ფინეთია, რომელსაც 10 ივნისს, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მბაპეს 50-ე | საფრანგეთმა გერმანია დაამარცხა და ერთა ლიგაზე მესამე ადგილი დაიკავა
მბაპეს 50-ე | საფრანგეთმა გერმანია დაამარცხა და ერთა ლიგაზე მესამე ადგილი დაიკავა