ხვიჩა კვარაცხელია, ნასერ ალ-ხელაიფი
Aa
Aa

უცნობი ისტორია ხვიჩაზე | რა მოხდა ლიგის ფინალამდე ორი დღით ადრე

„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტმა, ნასერ ალ-ხელაიფიმ ჩემპიონთა ლიგის თასი დოჰაში ჩაიტანა და ერთ-ერთ სატელევიზიო შოუს ესტუმრა. პარიზელთა პირველმა პირმა საინტერესო ისტორია გაიხსენა, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიას უკავშირდება.

ალ-ხელაიფის თქმით, ფინალამდე ორი დღით ადრე, საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე, პსჟ-მა დახურულ კარს მიღმა ივარჯიშა. ქართველი ფეხბურთელი თანაგუნდელს შეეჯახა და ლუის ენრიკე და სამწვრთნელო შტაბის წევრები აანერვიულა. „მადლობა ღმერთს, რომ მოტეხილობა არ ყოფილა“, - განაცხადა ალ-ხელაიფიმ სატელევიზიო შოუში.

„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტის თქმით, ენრიკე ისე ნერვიულობდა, მზად იყო, „კვარასთვის“ დასვენების საშუალება მიეცა და ნება დაერთო, „ალიანს არენაზე“ გასამართ ვარჯიშში მას მონაწილეობა არ მიეღო. საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. ქართველმა ფეხბურთელმა გუნდთან ერთად ივარჯიშა და ფინალში, „ინტერის“ წინააღმდეგ ბრწყინვალე გამოსვლა აჩვენა.

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ 2024/25 წლების სეზონი ფენომენალურად ჩაატარა და ჩემპიონთა ლიგა, საფრანგეთის თასი და ლიგა 1-ის ჩემპიონობა იზეიმა. „კვარამ“ ტრებლთან ერთად, „სკუდეტოც“ მოიგო და მისი ყოფილი გუნდი, „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფანმა კინაღამ დამანოკაუტა“ | გადმოვარდნილი ქომაგები და მერაბის რეაქცია
„ფანმა კინაღამ დამანოკაუტა“ | გადმოვარდნილი ქომაგები და მერაბის რეაქცია