„უნდა გავტეხო და მხარი მოვტეხო“ - დვალიშვილი ომალისთან ბრძოლამდე
შონ ომალისთან დაპირისპირების წინ, მერაბ დვალიშვილმა წონა წარმატებით დააფიქსირა, რის შემდეგაც ბუნებრივია შედგა აწონვების ტრადიციული ცერემონია და მედიის წარმომადგენლების შეკითხვებზე პასუხების გაცემა. წინა ბრძოლის წინ ჩატარებული პრესკონფერენციისგან განსხვავებით, ამჯერად დუღილის ტემპერატურა შედარებით დაბალი იყო, თუმცა ქართელი „მანქანის“ კომენტარი მაინც საგულისხმო აღმოჩნდა.
მერაბ დვალიშვილი
მოსამზადებელ კემპში არაფერი შემიცვლია. თუ რაიმე ცვლილება იყო, ეს მხოლოდ და მხოლოდ დისციპლინის და თავდაუზოგავი შრომის მომატება და სხვა არაფერი. თითოეული ბრძოლისგან ვსწავლობ და უკეთესი ვხდები.
რა თქმა უნდა ველი, რომ ეს ბრძოლა შეიძლება ხანგრძლივი გამოდგეს, რადგან შონ ომალი ძლიერი ოპონენტია. მე მისი დაფინიშებისთვის ვვარჯიშობდი, მაგრამ თუ „შუგა“ ვადამდე ვერ დავამარცხე, ეს პრობლემა არ იქნება. მთავარია ის ვცემო და ამითაც კმაყოფილი დავრჩები.
ომალისთან წინა დაპირისპირება ჩემთვის მართლაც მარტივი აღმოჩნდა. მეხუთე რაუნდში, როდესაც მას მორიგი თეიქდაუნი შევუსრულე, შემდეგ მოქმედების საშუალება მივეცი. საერთო ჯამში ბრძოლის რითმს ვაკონტროლებდი და მეტის გაკეთების სურვილი რომ მქონოდა, აუცილებლად გავაკეთებდი. შონთან წინა შეხვედრაში კარგად გავერთე, მე მას ვკოცნიდი და ვეთამაშებოდი.
შონთან წინა ჩხუბში ვისწავლე, რომ ის ურტყამს ძლიერად, სწრაფია და ნებისმიერ მომენტში შეუძლია ნოკაუტში ჩაგაგდოს. თუმცა, ვეცდები ომალი გავტეხო და მხარი მოვტეხო.
შეგახსენებთ, რომ მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ტიტული სექტემბერში სწორედ შონ ომალის ძლევით მოიპოვა, რის შემდეგაც ის იანვარში უმარ ნურმაგომედოვთან წარმატებით დაიცვა.