ისლამ მახაჩევი, ჯეკ დელა მადალენა
Aa
Aa

დელა მადალენა მახაჩევზე: ვფიქრობ, ოქტომბერში ვიჩხუბებთ

UFC-ის ქვესაშუალო წონის ჩემპიონმა, ჯეკ დელა მადალენამ ისლამ მახაჩევზე ილაპარაკა.

ავსტრალიელი მებრძოლი მიიჩნევს, რომ მათი ჩხუბი ოქტომბერში შედგება.

„დარწმუნებული ვარ, ჩხუბი აშშ-ში გაიმართება. ოქტომბერში ან ნოემბერში. ოქტომბრის ტურნირი მექსიკაში იგეგმებოდა, მაგრამ ის ლას-ვეგასში გადაიტანეს, ნოემბრის ღონისძიება კი ნიუ-იორკში გაიმართება. პირადად მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ოქტომბერში ვიჩხუბებთ“, - თქვა დელა მადალენამ.

შეგახსენებთ, რომ მახაჩევმა ბოლოს 18 იანვარს, UFC 311-ზე იჩხუბა. მისი მეტოქე არმან ცარუკიანი უნდა ყოფილიყო, თუმცა ის ბრძოლას ტრავმის გამო ჩაეხსნა. ამის შემდეგ, ისლამის მეტოქე რენატო მოიკანო გახდა, რომელიც პირველივე რაუნდში დაამარცხა.

მაისის დასაწყისში, მახაჩევმა მსუბუქ წონაში საჩემპიონო ქამარი ვაკანტური გახადა და ქვესაშუალო წონაში ავიდა.

ამ დივიზიონის ჩემპიონი დელა მადალენა მას შემდეგ გახდა, რაც მან ბელალ მუჰამედი დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მერაბს კაცურად დაველაპარაკე“ | პაჩი მიქსი ყოფილ სპარინგ-პარტნიორზე საუბრობს
„მერაბს კაცურად დაველაპარაკე“ | პაჩი მიქსი ყოფილ სპარინგ-პარტნიორზე საუბრობს