როდის გაიმართება მახაჩევი-დელა მადალენას ჩხუბი | მენეჯერის პასუხი
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის, ისლამ მახაჩევის მენეჯერმა, ალი აბდელ-აზიზმა დაასახელა სავარაუდო თარიღი, თუ როდის გაიმართება მახაჩევისა და ჯეკ დელა მადალენას ორთაბრძოლა.
„ისლამი 100%-ით წელს იჩხუბებს. ოქტომბერში, ნოემბერსა ან დეკემბერში, ის ტიტულისთვის იჩხუბებს“, - თქვა აბდელ-აზიზმა MMAJunkie-თან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ მახაჩევმა ბოლოს 18 იანვარს, UFC 311-ზე იჩხუბა. მისი მეტოქე არმან ცარუკიანი უნდა ყოფილიყო, თუმცა ის ბრძოლას ტრავმის გამო ჩაეხსნა. ამის შემდეგ, ისლამის მეტოქე რენატო მოიკანო გახდა, რომელიც პირველივე რაუნდში დაამარცხა.
მაისის დასაწყისში, მახაჩევმა მსუბუქ წონაში საჩემპიონო ქამარი ვაკანტური გახადა და ქვესაშუალო წონაში ავიდა.
ამ დივიზიონის ჩემპიონი დელა მადალენა მას შემდეგ გახდა, რაც მან ბელალ მუჰამედი დაამარცხა.