მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

„მერაბს დავანოკაუტებ და აღარავის ემახსოვრება“ | დვალიშვილისა და ომალის პრესკონფერენცია

მერაბ დვალიშვილი მომდევნო ორთაბრძოლას რამდენიმე საათში გამართავს და ჩვენი დროით, კვირას დილით, UFC 316-ზე, საჩემპიონო ქამრის დაცვას შონ ომალის წინააღმდეგ შეეცდება. მანამდე, UFC 316-ის პრესკონფერენცია ვიხილეთ და „მანქანამ“ და „შუგამ“ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს.

რა თქვა დვალიშვილმა: „რემატჩი ახალი ჩხუბი და ახალი გამოწვევაა. როგორც ომალიმ თქვა, ის 70 პროცენტით უკეთესი იქნება და ველოდები, რომ ოქტაგონზე მის უკეთეს ვერსიას ვიხილავ. ვიცი, რომ ახლა თავმდაბალია, მაგრამ ჩემი დანოკაუტება უნდა, მე კი აქ იმისთვის, რომ ამის საშუალება არ მივცე. ბრძოლის შემდეგ შეგვიძლია, მეგობრები ვიყოთ, მაგრამ მანამდე მტრები ვართ და 7 ივნისს, მას დავანგრევ.

ყველაფრისთვის მზად ვარ. ომალი რთული მეტოქეა და UFC-ში 10 მოგება აქვს, მაგრამ ჩემს ქამარს არ დავუთმობ. საჩემპიონო ქამარი ჩემია და მას აუცილებლად შევინარჩუნებ. UFC-ისა და მისი ქომაგების მადლობელი ვარ. მსოფლიოში საუკეთესო სამსახური მაქვს და ყოველთვის, როდესაც ოქტაგონზე გავდივარ, სიამოვნებას ვიღებ. უფრო და უფრო უკეთესი ვხდები და 7 ივნისს, ამას ნახავთ (ამ დროს მერაბს უსტვენდნენ). ხალხს თავმდაბალს ვხდი, შენც ნახავ, რა მოგივა. თავს მაჩვენებდი, თითქოს თავმდაბალი იყავი და კიდევ ერთხელ განახებ, როგორი უნდა იყო (მერაბის პასუხი ომალის ფრაზაზე, რომ დაანოკაუტებს)".

რა თქვა ომალიმ: „საერთოდ ახალი ჩხუბია, მაგრამ კარიერაში რემატჩი არასდროს წამიგია და ეს არ შეიცვლება. მერაბი საკუთარ უნარებში დაოსტატებულია. არავითარი თავის გამართლება. პირველი ორთაბრძოლა მოიგო და წინ ახალი ჩხუბია. მართლა მგონია, რომ მერაბს დავანოკაუტებ და კვირას, ის ყველას ფეხებზე ეკიდება. ესაა, რაც მოხდება“.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილისა და ომალის ჩხუბი UFC 316-ის მთავარი მოვლენა იქნება. ბუკმეკერების აზრით, „მანქანა“ ფავორიტია და მერაბს საჩემპიონო ქამრის შენარჩუნების კარგი შანსი აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მერაბს კაცურად დაველაპარაკე“ | პაჩი მიქსი ყოფილ სპარინგ-პარტნიორზე საუბრობს
„მერაბს კაცურად დაველაპარაკე“ | პაჩი მიქსი ყოფილ სპარინგ-პარტნიორზე საუბრობს