კარლო ანჩელოტი, ხულიან ალვარესი
Aa
Aa

ბრაზილიის ნაკრებში ანჩელოტის ეპოქა დაიწყო | არგენტინამ ჩილეს მოუგო

კარლო ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე სადებიუტო შეხვედრა გამართა. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, იტალიელი სპეციალისტის „სელესაო“ სტუმრად ეკვადორს დაუპირისპირდა და მატჩი გატანილი გოლის გარეშე დასრულდა - 0:0.

„ვფიქრობ, რთული პირობები იყო, რათა სათანადო ფეხბურთი გვეჩვენებინა. მეორე ტაიმში, ვინისიუსს და კაზემიროს კარგი მომენტები ჰქონდათ, მაგრამ შანსები ვერ გამოვიყენეთ. დიახ, შეგვეძლო, შეტევაში უკეთ გვეთამაშა, მაგრამ მეტოქის დონეც გასათვალისწინებელია. ეკვადორმა, ისევე როგორც ბრაზილიამ, კარგი მატჩი ჩაატარა. მეტოქემ თავი კარგად დაიცვა და სივრცეების პოვნა გვიჭირდა. შეტევაში გადასვლაც რთული იყო, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ ასეთ მინდორზე თამაში მარტივი არაა“, - განაცხადა ანჩელოტიმ.

ბრაზილიის ნაკრებისგან განსხვავებით, არგენტინამ თავისი თამაში მოიგო. „ალბისელესტე“ სტუმრად ჩილეს დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით იმარჯვა. შეხვედრის ერთადერთი გოლი მე-16 წუთზე გავიდა და მისი ავტორი ხულიან ალვარესია.

არგენტინას 34 ქულა დაუგროვდა და საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, პირველი ადგილი გაინაღდა. ბრაზილიას 22 ქულა აქვს და „სელესაოს“ მომდევნო მეტოქე პარაგვაია, რომელსაც 11 ივნისს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მერაბს დავანოკაუტებ და აღარავის ემახსოვრება“ | დვალიშვილისა და ომალის პრესკონფერენცია
„მერაბს დავანოკაუტებ და აღარავის ემახსოვრება“ | დვალიშვილისა და ომალის პრესკონფერენცია