მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი, კაილა ჰარისონი, ჯულიანა პენა
Aa
Aa

წონა ჩაბარებულია | ომალი-დვალიშვილის ჩხუბისთვის ყველაფერი მზადაა

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი მომდევნო ბრძოლას შონ ომალის წინააღმდეგ გამართავს. „მანქანამ“ და „შუგამ“ წონა წარმატებით ჩააბარეს. ქართველის შემთხვევაში სასწორმა 134 ფუნტი აჩვენა, რაც დაახლოებით 60,7 კილოგრამია, შონი კი 1 ფუნტით (0,45 კგ) უფრო მძიმე აღმოჩნდა.

წონა წარმატებით ჩააბარეს თანამთავარი მოვლენის მონაწილეებმა - ქალთა სუპერმსუბუქ წონაში ქამრის დაცვას ჯულიანა პენა შეეცდება, მისი მეტოქე კი კაილა ჰარისონი იქნება. ორივე მებრძოლის შემთხვევაში სასწორმა 135 ფუნტი აჩვენა.

როგორც იცით, მერაბ დვალიშვილის ჩხუბი UFC 316-ზე გაიმართება. ბუკმეკერების აზრით, „მანქანა“ ფავორიტია და მერაბს საჩემპიონო ქამრის შენარჩუნების კარგი შანსი აქვს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მერაბს დავანოკაუტებ და აღარავის ემახსოვრება“ | დვალიშვილისა და ომალის პრესკონფერენცია
„მერაბს დავანოკაუტებ და აღარავის ემახსოვრება“ | დვალიშვილისა და ომალის პრესკონფერენცია