მერაბ დვალიშვილი, შონ ომალი
Aa
Aa

ომალისა და დვალიშვილის ფეისოფი | რა უთხრა შუგამ მანქანას

მერაბ დვალიშვილი მომდევნო ორთაბრძოლას შონ ომალის წინააღმდეგ გამართავს. „მანქანა“ და „შუგა“ ერთმანეთს UFC 316-ზე დაუპირისპირდებიან და მათი საჩემპიონო ჩხუბი ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება.

რამდენიმე საათის წინ, UFC 316-ის პრესკონფერენცია გაიმართა, რომლის შემდეგაც, მებრძოლების ფეისოფები ვიხილეთ. მზერათა დუელი დვალიშვილმა და ომალიმაც გამართეს და „შუგამ“ ქართველ მებრძოლს მიმართა.

„ამჯერად განსხვავებული ჩხუბი იქნება და შენ ეს იცი“, - თქვა ომალიმ.

„ვიცი და მზად ვარ“, - უპასუხა დვალიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილისა და ომალის ჩხუბი UFC 316-ის მთავარი მოვლენა იქნება. ბუკმეკერების აზრით, „მანქანა“ ფავორიტია და მერაბს საჩემპიონო ქამრის შენარჩუნების კარგი შანსი აქვს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    „მერაბს დავანოკაუტებ და აღარავის ემახსოვრება“ | დვალიშვილისა და ომალის პრესკონფერენცია
    „მერაბს დავანოკაუტებ და აღარავის ემახსოვრება“ | დვალიშვილისა და ომალის პრესკონფერენცია