გიორგი გოჩოლეიშვილი
Aa
Aa

ვეცდებით ქომაგები გავახაროთ | გოჩოლეიშვილი კაბო ვერდესთან მატჩის წინ

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ივნისის თვეში მეორე ამხანაგურ მატჩს ქუთაისში კაბო ვერდესთან ხვალ ჩაატარებს. მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლთან ერთად გიორგი გოჩოლეიშვილი იმყოფებოდა.

გიორგი გოჩოლეიშვილი: „რა თქმა უნდა ქუთაისში დაბრუნება და ნაკრების ამ ქალაქში თამაში ძალიან კარგია. ჩემთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან ამ ქალაქიდან ვარ. ქუთაისში თამაში ჩემთვის ძალიან სასიხარულოა. ყველანაირად შევეცდებით, რომ გულშემატკივარს კარგი თამაში ვაჩუქოთ და გახარებულები გავუშვათ’’.

საქართველო - კაბო-ვერდეს დაპირისპირება რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 8 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყავლაშვილმა პენალტი მოიგერია | საქართველოს ნაკრების (U19) დრამატული მარცხი
ყავლაშვილმა პენალტი მოიგერია | საქართველოს ნაკრების (U19) დრამატული მარცხი