რაფინიამ შესაძლოა ბარსელონა დატოვოს | El Nacional
„ბარსელონას“ ვინგერი და 2025 წლის ოქროს ბურთის ერთ-ერთი ნომინანტი, რაფინია დიასი ტრანსფერზე დაფიქრდა.
როგორც El Nacional-ი წერს, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა „ბლაუგრანა“ შეიძლება 2026 წლის ზაფხულში დატოვოს.
გამოცემის ინფორმაციით, რაფინიამ შესაძლოა ფინანსურად მომგებიანი შეთავაზება მიიღოს - მისით არაბული კლუბები ინტერესდებიან.
თავის მხრივ, არაა გამორიცხული, რომ „ბარსა“ შესაძლოა ბრაზილიელის ტრანსფერს დათანხმდეს, თუ თანხა 80 მილიონ ევროს გადააჭარბებს.
შეგახსენებთ, რომ რაფინიას კარიერაში საუკეთესო სეზონი ჰქონდა. მან „ბარსას“ შემადგენლობაში 57 მატჩი ჩაატარა, 34 გოლი გაიტანა და 25 ასისტი მიითვალა.
გეტყვით ასევე, რომ ბრაზილიელი სუპერ ვარსკვლავი „ბლაუგრანაში“ 2022 წლის ზაფხულიდან თამაშობს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 90 მილიონი ევროა.