ომალი დვალიშვილზე: ჩხუბისთვისაა შექმნილი
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, შონ ომალიმ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ სურს, წლის ბოლომდე იჩხუბოს.
„შუგამ“ თავის ყოფილ მეტოქეზე, მერაბ დვალიშვილზეც ილაპარაკა, რომელიც ოქტომბერში საჩემპიონო ქამარს კორი სენდჰეგენთან დაიცავს.
„ეს ტიპი გაყინულ წყალში თავით გადახტა. არ მიკვირს, რომ ზედიზედ სამჯერ ჩხუბობს. ის უბრალოდ ველურია, ჩხუბისთვისაა შექმნილი. მერაბი ყველა ბრძოლას აუმჯობესებს. რაც შეეხება კორის, ის ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი მებრძოლია UFC-ში, არა მხოლოდ სუპერ მსუბუქ წონით დივიზიონში. ძალიან მაინტერესებს, როგორ განვითარდება ეს ჩხუბი და რას შემოგვთავაზებს კორი“, - თქვა ომალიმ MMA Junkie-სთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ ომალიმ ბოლო 2 სატიტულო ბრძოლა მერაბ დვალიშვილთან გამართა და ორივეჯერ დამარცხდა.
გეტყვით ასევე, რომ „შუგა“ კარიერაში მესამედ დამარცხდა. ომალის ერთხელ მარლონ ვერამ მოუგო, ორჯერ კი - დვალიშვილმა.