გიორგი მამარდაშვილი, ალისონ ბეკერი
Aa
Aa

„ვაპირებ, რომ პირველობისთვის ვიბრძოლო“ - ლივერპულის განათხოვრებული მეკარე

„ლივერპულის“ ჩეხმა მეკარემ, ვიტესლავ იაროშმა, De Telegraaf-თან ინტერვიუში თავის მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მერსისაიდულ გუნდში პირველი მეკარეობისთვის ბრძოლას აპირებს.

რას ამბობს იაროში:

„თუ ვიტყვი, რომ ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობით კმაყოფილი ვარ, მაშინ როგორღა შევძლებ განვითარებას? რთული სათქმელია, როდის ვიქნები მზად, რომ „ლივერპულის“ პირველი ნომერი გავხდე, განსაკუთრებით ისეთი ძლიერი კონკურენტების პირობებში, როგორებიც ალისონ ბეკერი და გიორგი მამარდაშვილი არიან.

მათი ადგილის დაკავება მარტივი არ არის, თუმცა საბოლოო მიზანი სწორედ ესაა. ამისთვის ვიბრძოლებ და როდესაც ჩემს მიზანს მივაღწევ, შემდეგი, რისი გაკეთებაც მინდა, ჩემპიონთა ლიგის მოგებაა.“

ვიტესლავ იაროში „ლივერპულმა“ 2017 წელს „სლავია პრაღადან“ შეიძინა და 3 სეზონის განმავლობაში ასაკობრივ გუნდებში ათამაშებდა. 2020 წელს 24 წლის მეკარე ძირითად გუნდში დააწინაურეს, თუმცა მაშინვე გაანათხოვრეს და დღემდე იჯარის წესით ჰყავთ გასხვისებული. ჩეხს „ლივერპულის“ ძირითად გუნდში მხოლოდ ერთი მატჩი აქვს ჩატარებული, ამჟამად კი იჯარის წესით ამსტერდამის „აიაქსის“ ღირსებას იცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კატარი პსჟ-ს მეორე სახლია, მიზანი ფინალის მოგებაა | კვარა ფლამენგოსთან მატჩის წინ
კატარი პსჟ-ს მეორე სახლია, მიზანი ფინალის მოგებაა | კვარა ფლამენგოსთან მატჩის წინ