რეალი, ანატოლი ტრუბინი, ბენფიკა
Aa
Aa

ტრუბინი: ჩემი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე 17-18 საათს ატარებს, გადარჩენისთვის ყველაფერს აკეთებენ

ლისაბონის „ბენფიკას“ უკრაინელმა მეკარემ, ანატოლი ტრუბინმა, იმ სირთულეების შესახებ ისაუბრა, რომლებსაც მისი ახლობლები უკრაინაში აწყდებიან.

„ჩემს ოჯახთან მუდმივ კავშირზე ვარ. ისინი დღე-ღამეში 17-18 საათს ელექტროენერგიის გარეშე ატარებენ და გადარჩენისთვის ყველაფერს აკეთებენ. ხანდახან ყველაფერი რიგზეა, ხანდახან - არა. არ ვიცი, რა შეიძლება ითქვას უსაფრთხოების შესახებ.

დიდ ბრიტანეთში, აქვე პორტუგალიაშიც - ყველა ქვეყანას საკუთარი პრობლემები აქვს. როდესაც ომი დაიწყო, ეს აქტუალური თემა იყო. მესმის, რომ ადამიანები მუდმივად უკრაინაზე ვერ ილაპარაკებენ, მათ საკუთარი პრობლემებიც ჰყოფნით. თუმცა, რა თქმა უნდა, როგორც უკრაინელმა, მსოფლიოს უნდა შევახსენო, რომ კონფლიქტი არ დასრულებულა და ცხოვრება კალაპოტში არ დაბრუნებულა“,

– განაცხადა „ბენფიკას“ გოლკიპერმა The Athletic-თან ინტერვიუში.

დღეს, ტრუბინის „ბენფიკა“ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს. ლიგის ფაზაზე ხმაურიანი გამარჯვების (4:2) შემდეგ, დღევანდელი შეხვედრის მიმართ გაორმაგებული ინტერესია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები