ზურიკო დავითაშვილი, სენტ-ეტიენი
Aa
Aa

კარგი თამაში დაუფასდა - ზურიკო ლიგა 2-ის ტურის სიმბოლურში მოხვდა

საფრანგეთის ლიგა 2-ის გასულ ტურში სენტ-ეტიენმა გენგამი ზურიკო დავითაშვილის დუბლის წყალობით დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ავტორიტეტულმა გამოცემა Sofascore-მა ქართველ ფეხბურთელს 8.3 შეფასება დაუწერა.

დღეს კი აღნიშნულმა გამოცემა საფრანგეთის ლიგა 2-ის ტურის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, რომელშიც, რა თქმა უნდა, ზურიკოც მოგვევლინა. დავითაშვილს კარგი თამაში დაუფასდა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ჯვაროსნების შემტევი შესანიშნავ ფორმაშია. ლიგა 2-ში მას 19 ჩატარებულ შეხვედრაში 10 გოლი აქვს გატანილი.

ასევე გეტყვით, რომ დავითაშვილი ბომბარდირობისთვის იბრძვის. მასზე მეტი გოლი მხოლოდ გენგამის ფეხბურთელს მაფუტას აქვს გატანილი - 11 გოლი.

ცნობისთვის, სენტ-ეტიენი მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში დაბრუნებისთვის იბრძვის. ამ მომენტისთვის ზურიკოს გუნდს 40 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე იმყოფება. ლიდერ ტროას 2 ქულით ჩამორჩება.

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიოს საუკეთესო მეკარეები | მამარდა GiveMeSport-ის რეიტინგში
მსოფლიოს საუკეთესო მეკარეები | მამარდა GiveMeSport-ის რეიტინგში