ტრავმის სიმძიმე ცნობილია - რა დრო გაუცდება კიტეიშვილს
საქართველოს ნაკრებისა და „შტურმის“ ნახევარმცველს, ოთარ კიტეიშვილს ტრავმის გამო ორი კვირა გაუცდება. Sky Sports-ის ავსტრიული ბიუროს ინფორმაციით, 29 წლის ფეხბურთლი კუნთის ტრავმის გამო ვარჯიშს ამ პერიოდის განმავლობაში ვერ შეძლებს.
კიტეიშვილი ორი კვირის განმავლობაში „შტურმის“ მინიმუმ ერთ შეხვედრას გამოტოვებს - 22 თებერვალს, „ლინცის“ წინააღმდეგ და დიდი ალბათობით, მოედანს მომდევნო უქმეებზე, „ვოლფსბერგერის“ წინააღმდეგ დაუბრუნდება. ეს მატჩი 1 მარტს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ქართველმა ნახევარმცველმა ტრავმა ავსტრიის ბუნდესლიგის გასულ ტურში, „ტიროლის“ წინააღმდეგ მიიღო, რის გამოც კიტეიშვილი 42-ე წუთზე იძულებით შეცვალეს. ეს მატჩი გრაცელებმა 1:0 წააგეს.
ოთარ კიტეიშვილმა მიმდინარე სეზონში, საკლუბო დონეზე გამართულ 28 შეხვედრაში (ჯამში 2 171 წუთი) 12 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.