ოლეკსანდრ ზინჩენკო
Aa
Aa

საქართველოსთან ვერ ითამაშებს? - ზინჩენკოსთვის სეზონი დასრულდა

ნიდერლანდების ჩემპიონატის გასულ ტურში აიაქსმა სიტარდი 4:1 გაანადგურა, თუმცა მატჩის საწყის წუთებზე უსიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა.

მე-2 წუთზე, ამსტერდამული კლუბის მარცხენა მცველმა, ოლექსანდრ ზინჩენკომ ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა.

ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ 29 წლის განაპირა მცველს მუხლის სერიოზული ტრავმა აქვს და ოპერაცია ესაჭიროება.

გავლენიანმა სატრანსფერო ექსპერტმა ფაბრიციო რომანომ განაცხადა, რომ ზინჩენკო ფეხბურთს მინიმუმ 7 თვე ვეღარ ითამაშებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისთვის სეზონი დასრულდა.

ეს პრობლემა არა მხოლოდ აიაქსისთვის, არამედ უკრაინის ნაკრებისთვისაც არის. უკრაინა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფში შვედეთს ხვდება და გამარჯვების შემთხვევაში მუნდიალზე გასასვლელად პოლონეთის ან ალბანეთის დამარცხება მოუწევს.

ასევე გეტყვით, რომ შესაძლოა ოლექსანდრმა ვერც საქართველოს ნაკრებთან ითამაშოს. საქართველო და უკრაინა ერთა ლიგის ჯგუფში ერთად მოხვდნენ და მათი პირველი დაპირისპირება 27 სექტემბერს შედგება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები