ესპანური მედია: “მსაჯობა არაფერ შუაშია, ბარსელონას პრობლემა შიდაა და არა გარე“
კატალონიის ბარსელონა ცუდ ფორმაშია. ბლაუგრანამ ჯერ კოპა დელ რეიზე ატლეტიკოსთან 0:4 წააგო, ხოლო შემდეგ ლა ლიგაში ჟირონასთან 1:2 დამარცხდა, რის შემდეგაც სატურნირო ცხრილში ლიდერობა რეალს დაუთმო.
ჟირონასთან მატჩის შემდეგ, სპორტულ მედიაში უამრავი სიახლე გვხვდებოდა მსაჯის შეცდომებზე. გულშემატკივრები წარუმატებლობას მეტწილად მსაჯს აბრალებდნენ.
ამასთან დაკავშირებით, MARCA ექსპერტების მოსაზრებებს აქვეყნებს:
„ბარსელონა რთულ პერიოდში იმყოფება Radio Marca-სთან ინტერვიუში მადრიდის „რეალის“ ყოფილი ფიზმომზადების მწვრთნელი ხოსე ლუის სან მარტინი დადებითად აფასებს ჰანსი ფლიკის დამოკიდებულებას:
„მან გააკეთა ის, რაც დიდმა მწვრთნელმა უნდა გააკეთოს — არ ეძებს გამართლებებს. უფრო მეტად აინტერესებს დაცვაში დაშვებული შეცდომები, ვიდრე მსაჯები.“
ჟურნალისტური თვალსაზრისით, ხოსე მიგელ მუნიოსმა აღნიშნა, რომ რეალი ლა ლიგას სათავეში ბარსელონას შეცდომების გამო ჩაუდგა და არა საკუთარი სიძლიერის. მან ასევე ხაზი გაუსვა გერმანელი მწვრთნელის თანმიმდევრულობას:
„ფლიკის დამსახურებაა, რომ ის არ თამაშობს ლაპორტას თამაშს და კონცენტრირებულია გუნდის გაუმჯობესებაზე.“
ვერონიკა ბრუნატიმ კი ყურადღება ემოციურ მხარეზე გაამახვილა:
„ბარსელონას ხუთი მძიმე დღე ჰქონდა. ფლიკს ახლა მოუწევს მოთამაშეების ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამოსწორება ლა ლიგაში.“
ბარსელონას გასახდელიდან გზავნილი ნათელია: არანაირი გამართლება მსაჯობაზე — საჭიროა კონკურენტუნარიანობის დაბრუნება. დისკუსიის მონაწილეები ერთხმად შეთანხმდნენ, რომ ბარსელონამ წააგო საკუთარი შეცდომების გამო და არა მსაჯების მიზეზით. როგორც სან მარტინმა შეაჯამა:
„ჯადოსნური ჯოხი არ არსებობს — ბარსელონას პრობლემა შიდაა და არა გარე.“
მიუხედავად კრიტიკისა, საერთო აზრია, რომ ჰანსი ფლიკი რჩება შრომაზე, თვითკრიტიკასა და პასუხისმგებლობაზე ორიენტირებული — რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ბარსელონამ მდგომარეობა გამოასწოროს და კონკურენტუნარიანობა დაიბრუნოს.“
შეგახსენებთ, რომ ლა ლიგას ახლა მადრიდის რეალი 60 ქულით ლიდერობს, ხოლო ბარსელონა მეორე ადგილზე 58 ქულით მოგვევლინა.