მონაკო - პსჟ | იქნება თუ არა ხვიჩა სასტარტოში
დღეს საღამოს, ჩემპინთა ლიგის ფლეი-ოფში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ სტუმრად „მონაკოს“ დაუპირისპირდება.
შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე, გავლენიანმა ფრანგულმა გამოცემებმა L’Equipe-მა და Le Parisien-მა მოსალოდნელი შემადგენლობები დაასახელეს და ორივე სააგენტოს ვერსიით, ხვიჩა კვარაცხელია სასტარტო თერთმეტეულში იქნება.
Le Parisien:
საფონოვი - ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში - ნევეში, ვიტინია, ზაირ-ემერი - ბარკოლა, დემბელე - კვარაცხელია.
L’Equipe:
საფონოვი - ჰაკიმი, მარკინიოსი, პაჩო, მენდეში - ნევეში, ვიტინია, ზაირ-ემერი - კვარაცხელია, დემბელე, დუე.
გუნდებს შორის დღევანდელი მატჩი თბილისის დროით 23:55 საათიდან დაიწყება, საპასუხო მატჩი კი პარიზში 25 თებერვალს გაიმართება.