არსენალი, პეპ გუარდიოლა, მანჩესტერ სიტი
Aa
Aa

გუარდიოლა: “არსენალი ყველა ასპექტში ძლიერია“

პრემიერ ლიგის მიმდინარე ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. მატჩი, რომელმაც შესაძლოა ჩემპიონის ბედი გადაწყვიტოს. მანჩესტერ სიტი არსენალს უმასპინძლებს. შეხვედრის წინ, ქალაქელების მთავარმა მწვრთნელმა პეპ გუარდიოლამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

პეპი:

„არსენალი ყველა ასპექტში ძლიერია. ორთაბრძოლებში, ფიზიკურობაში.. ძალიან კარგად თამაშობენ მეორე სართულზე. როცა ღრმად იცავენ თავს, კონტრშეტევებზე გადასვლა ერთ-ერთი საუკეთესო აქვთ.

ძალიან აგრესიულები არიან და სტანდარტულ სიტუაციებშიც ძლიერები — ამიტომაც არიან იქ, სადაც არიან. არ არის ადვილი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლა და მთელი სეზონის განმავლობაში პრემიერ ლიგაში ლიდერობა.

ვამაყობ, რომ ჯერ კიდევ ვიბრძვით ჩემპიონობისთვის. სამწუხაროდ, ჩემპიონთა ლიგაზე აღარ ვართ, მაგრამ წელს 1 ტიტული უკვე მოვიგეთ. ასოციაციის თასის ფინალში ვართ და პრემიერ ლიგაშიც ვიბრძვით. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ ვითამაშებთ. ასეთ მეტოქეებთან გამარჯვებისთვის თითქმის იდეალური თამაშია საჭირო.“

შეგახსენებთ, რომ არსენალსა და სიტის შორის სხვაობა 6 ქულაა, თუმცა ქალაქელებს 1 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებულ. თუ ხვალ პეპის გუნდი არტეტას გუნდს დაამარცხებს და გამოტოვებულ მატჩსაც მოიგებს, ლიდერი სწორედ მანჩესტერული კლუბი იქნება.

ცნობისთვის, მანჩესტერ სიტისა და არსენალის მომავალი დაპირისპირება 19 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 19:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები