“ფრეზე ერთი წამით არ ვფიქრობთ“ - არტეტა სიტისთან მატჩის წინ
პრემიერ ლიგის მიმდინარე ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. მატჩი, რომელმაც შესაძლოა ჩემპიონის ბედი გადაწყვიტოს. მანჩესტერ სიტი არსენალს უმასპინძლებს. შეხვედრის წინ, მეთოფეების მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
მარჯვენა ფლანგის პრობლემა (თუ საკა ვერ ითამაშებს):
„გვექნება გამოსავალი. რაც არ უნდა მოხდეს, ამ სეზონში უკვე ძალიან მივეჩვიეთ ასეთ სიტუაციებს, სამწუხაროდ სხვადასხვა მიზეზის გამო. ამიტომ, რაც არ უნდა იყოს, სწორ გადაწყვეტას ვიპოვით.“
ოდეგორის, ტიმბერის, კალაფიორის მდგომარეობა:
„კიდევ ვცდით. ზოგი ფეხბურთელი ძალიან ახლოს არის დაბრუნებასთან, მაგრამ დრო ცოტაა. ხვალ შევაფასებთ ყველას მდგომარეობას — თუ მზად იქნებიან, დაგვეხმარებიან, თუ არა, ვერ იქნებიან გუნდთან. ბოლო კვირებში, სამწუხაროდ, ისინი ვერ გვეხმარებოდნენ.“
მატჩის მნიშვნელობა მან.სიტის წინააღმდეგ:
„ეს ნამდვილად ყველაზე მნიშვნელოვანი თამაშია, რადგან შემდეგია. ჩვენ პირველ ადგილზე ყოფნა დავიმსახურეთ. ვიბრძოლებთ და გამარჯვების შანსი აუცილებლად გვექნება. კვირას შეიძლება ვითამაშოთ ლიგის ისტორიაში საუკეთესო გუნდთან და საუკეთესო მწვრთნელთან — ეს დიდი პრივილეგიაა და მოუთმენლად ველით მატჩს.“
იქნება თუ არა ფრე კარგი შედეგი?
„ამაზე ერთ წამსაც არ დავხარჯავთ. ჩვენ ყველა თამაშს მოსაგებად ვამზადებთ — ეს ჩვენი მიდგომაა და ასე გავაგრძელებთ.“
შეგახსენებთ, რომ არსენალსა და სიტის შორის სხვაობა 6 ქულაა, თუმცა ქალაქელებს 1 მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებულ. თუ ხვალ პეპის გუნდი არტეტას გუნდს დაამარცხებს და გამოტოვებულ მატჩსაც მოიგებს, ლიდერი სწორედ მანჩესტერული კლუბი იქნება.
ცნობისთვის, მანჩესტერ სიტისა და არსენალის მომავალი დაპირისპირება 19 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 19:30-დან დაიწყება.