21 მედალი ევროპის ჩემპიონატზე - ქართველი მებრძოლების წარმატება
სერბეთის დედაქალაქ სერბეთში გამართული ევროპის ჩემპიონატი საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნებების ახალგაზრდულმა და ეროვნულმა ნაკრებმა გუნდებმა საერთო ჯამში 2 ოქროს, 7 ვერცხლისა და 12 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. ქართველმა მებრძოლებმა ექვს სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში იასპარეზეს, ხოლო საუკეთესო შედეგი უმცროსი ასაკის სპორტსმენებმა დააფიქსირეს და ევროპის ჩემპიონები სინან მამედოვი (52 კგ) და ელენე გლურჯიძე (47,6 კგ) გახდნენ.
კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურამდე ერთი ნაბიჯი დააკლდათ და ვიცე-ჩემპიონობას უფროსებს შორის გივი ბერიძე (70,3 კგ), ასაკობრივებში კი ღვთისო კვიციანი (52,2 კგ), გიორგი პირველი (65,8 კგ), გეგა კორძაია (48 კგ), ლუკა ბერიძე (40 კგ), ნოდარ ნოზაძე (57 კგ) და შამილ მაგამედოვი (31 კგ) დასჯერდნენ.
აკაკი გოდერძიშვილმა (97 კგ), ანა აბრამიშვილმა (56,7 კგ), ილია ბოკუჩავამ (52,2 კგ), მარიამ მედოიძემ (47,6 კგ), თორნიკე ბაქრაძემ (52,2 კგ), დიტო ანთიამ (88,4 კგ), საბა ბაკურაძემ (97 კგ), ლაშა რეხვიაშვილმა (52 კგ), დავით ნინიაშვილმა (57 კგ), ბესარიონ კატშანმა (62 კგ), ცოტნე ბიზიკაშვილმა (44 კგ) და ცოტნე მელაშვილმა (48 კგ) დაიკავეს.