ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

დგომში ბრძოლის ტექნიკას არ იყენებდა, რადგან... | მირშარტმა მახაჩევზე ისაუბრა

UFC-ის მებრძოლის, ჯერალდ მირშარტის თქმით, ისლამ მახაჩევს ყოველთვის ძლიერი დგომი (სტრაიკინგი) ჰქონდა, უბრალოდ ამის გამოჩენა არ სჭირდებოდა, რადგან პარტერში გადაყვანა ძალიან მარტივად გამოსდიოდა. მირშარტი The Casuals MMA-ს ესაუბრა.

„ისლამს დგომში ბრძოლის ტექნიკა ყოველთვის კარგი ჰქონდა. უბრალოდ, უმეტეს ბრძოლაში ამის გამოყენება არ სჭირდებოდა, რადგან მეტოქეები პარტერში ძალიან მარტივად გადაჰყავდა. მაგალითად, შევა ჩავლებაში, უბოჭავს ხელებს, აკეთებს ფეხის პატარა გამოკვრებს და მსგავს ილეთებს. მოწინააღმდეგეს წონასწორობას ისე ურღვევს, რომ მისთვის დარტყმების მიყენება აღარც არის საჭირო. 

ვოლკანოვსკისთან მეორე ბრძოლაში ისლამი უკვე კარგა ხანია მშვენიერ დარტყმებს ახორციელებდა ფეხით, მაგრამ ამას [ძველ ბრძოლებში] ხშირად ვერ ვხედავდით, რადგან როგორც კი ფეხს დაარტყამდა, ეგრევე პარტერში გადაჰყავდა. ჰოდა, თუ მეტოქე ფეხზე ვეღარ დგება, ფეხით დარტყმებსაც აღარ აგრძელებ“.

მირშარტის საუბარი ასევე ეხება ჯეკ დელა მადალენასთან ბრძოლას, სადაც ისლამი ეფექტურად იყენებდა ჩაჩეხვის ტექნიკას (წვივში დარტყმას). მირშარტი ხსნის ტაქტიკას: „როდესაც მოკრივენაირი სტილის მებრძოლს ხვდები, რომელსაც სხეულის სიმძიმე წინა ფეხზე აქვს გადატანილი, ლოგიკურია წვივში დარტყმების გამოყენება. მთავარია, ფეხი ძალიან ღრმად არ შეიტანო, რომ კონტრშეტევაზე არ გამოგიჭირონ, უბრალოდ უნდა აწვალო წინა ფეხი, აიძულო აწიოს ის და დააკარგვინო წონასწორობა, რათა ძლიერი დარტყმისთვის ფეხის გამყარება ვერ შეძლოს''.

38 წლის მირშარტი ამერიკელი პროფესიონალი მებრძოლია, რომელიც UFC-ში საშუალო წონით დივიზიონში გამოდის. სპორტულ სამყაროში მას ხშირად მოიხსენიებენ ზედმეტსახელით GM3. მირშარტი გამოირჩევა მრავალფეროვანი საბრძოლო არსენალით, თუმცა მისი მთავარი სიძლიერე პარტერში ბრძოლა და მტკივნეული ილეთის გამოყენებაა. 

მირშარტი ფლობს UFC-ის რეკორდს საშუალო წონით დივიზიონში ყველაზე მეტი „ფინიშით“ (ნაადრევი გამარჯვებით). მისი გამარჯვებების აბსოლუტური უმრავლესობა მოწინააღმდეგის დანებებაზე მოდის, რაც მას დივიზიონის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო მებრძოლად აქცევს პარტერში. იგი ითვლება ორგანიზაციის ვეტერანად, რომელმაც კარიერის განმავლობაში არაერთ პერსპექტიულ მებრძოლს დაუმტკიცა, რომ ტექნიკური გრეპლინგი თანამედროვე MMA-ში კვლავ გადამწყვეტი ძალაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რამდენ ფულს უხდის ის წყეული დიქტატორი? | სტრიკლენდმა ჩიმაევზე ისაუბრა
რამდენ ფულს უხდის ის წყეული დიქტატორი? | სტრიკლენდმა ჩიმაევზე ისაუბრა