„მსუბუქ წონაში თუ იჩხუბებენ, შანსები თანაბარია“ - დარიუში ილია VS ისლამზე
UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის ამერიკელმა მებრძოლმა, ბენეილ დარიუშმა ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის პოტენციურ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
„ჩემი აზრით, ჰოლოუეი თოფურიასთან ჩხუბში უფრო კარგად გამოიყურებოდა სტრაიკინგში, თუმცა ილია შეუდარებელია. ის ძალიან უნივერსალური მებრძოლია და კარგად აანალიზებს დისტანციას. გარდა ამისა, ის საკმარისად ჭკვიანია იმისათვის, რომ საჭირო დროს ინტენსივობა გაზარდოს. როდესაც ის ჰოლოუეის გადაადგილებას ვეღარ ეწეოდა, ფეხებში დარტყმა დაიწყო.
თუმცა, თუ თოფურია-მახაჩევის ბრძოლაზე ვისაუბრებთ, ვფიქრობ, ფიზიკური პარამეტრების მხრივ მათ შრის ძალიან დიდი სხვაობაა. მსუბუქ წონაში თუ იჩხუბებენ, თოფურიას გაცილებით მეტი შანსი ექნებოდა, თუმცა ქვესაშუალოში ეს ასე არ იქნება. ჩემი აზრით, მსუბუქ წონაში შანსები 50/50-ზე იქნებოდა, თუმცა ქვესაშუალოში მახაჩევის გაბარიტებს ვერ გაუმკლავდება“.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ისლამ მახაჩევმა თოფურიას წინააღმდეგ თეთრ სახლში ჩხუბის გამართვის იდეა დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ თუ UFC ამ ბრძოლას ჩანიშნავს, ივნისისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება.
თავის მხრივ, თოფურიამ თქვა, რომ მისი და მახაჩევის ბრძოლის ნახვაც ყველას სურს, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ისლამი ამას არ თანხმდება.