ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„ილიამ ჯერ გეიჯისთან უნდა იჩხუბოს“ - რას ამბობს მახაჩევის მენეჯერი

UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონის, ისლამ მახაჩევის მენეჯერმა, ალი აბდელაზიზმა უპასუხა მსუბუქი წონის ქართველ ჩემპიონს, ილია თოფურიას, რომელმაც მახაჩევთან ჩხუბის სურვილი გამოთქვა.

რა თქვა აბდელაზიზმა:

„კიდევ ერთხელ განვმარტავ: ჯასტინ გეიჯი მსუბუქი წონის აბსოლუტური ჩემპიონის ქამრისთვის იბრძოლებს. თუ ილიას მასთან ჩხუბი არ სურს, მაშინ ჯასტინი ამ ქამრისთვის სხვა პრეტენდენტთან იჩხუბებს.

თუ ისლამი თოფურიას ცემას მოინდომებს, ის თვითონ გადაწყვეტს, სად და როდის გაიმართება ეს ჩხუბი. თუმცა დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ მახაჩევის შემდეგი ჩხუბი ქვესაშუალო წონის წარმომადგენელთან იქნება [და არა თოფურიასთან].“

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ისლამ მახაჩევმა თოფურიას წინააღმდეგ თეთრ სახლში ჩხუბის გამართვის იდეა დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ თუ UFC ამ ბრძოლას ჩანიშნავს, ივნისისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება.

თავის მხრივ, თოფურიამ თქვა, რომ მისი და მახაჩევის ბრძოლის ნახვაც ყველას სურს, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ისლამი ამას არ თანხმდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მახაჩევი: “თოფურიასთან ჩხუბის იდეა მომწონს“
მახაჩევი: “თოფურიასთან ჩხუბის იდეა მომწონს“