თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელიას 6 ქულა - ბარსელონამ მანრესას მოუგო

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის რეგულარული გათამაშების მე-20 ტურში „ბარსელონამ“ საკუთარ დარბაზში „მანრესას“ უმასპინძლა და მეტოქე 37-ქულიანი სხვაობით, 97:60 დაამარცხა. თორნიკე შენგელიამ კატალონიური გრანდში თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და საერთო ჯამში პარკეტზე 20 წუთიც გაატარა, თუმცა სამწუხცაროდ შედეგიანი მატჩი არ ჰქონია.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ოთხიდან ორი ორქულიანი, ორიდან ორი საჯარიმო ჩააგდო და 6 ქულასთან ერთად, 2 მოხსნა და 3 ასისტი დააგროვა. თოკომ ერთხელ პერიმეტრიდან ჩაგდებაც სცადა, მაგრამ ააცილა. ორივე მოხსნა დაცვაში ასპარეზობისას შეასრულა, ბურთი ერთხელაც არ დაუკარგავს და არც პერსონალური ჯარიმა არ მიუღია.

20 თებერვალს, „ბარსელონა“ ესპანეთის სამეფო თასზე ჩაერთვება და „მურსიას“ უმასპინძლებს. 25 თებერვალს ევროლიგაში თორნიკე შენგელიას იტალიაში ჩასვლა და ყოფილ გუნდთან, „ვირტუსთან“ დაპირისპირება მოუწევს, რის შემდეგაც კაპიტანი საქართველოს ნაკრებს შეუერთდება და დანიის ეროვნულ გუნდთან გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის მოემზადება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოგას ისევ არ უთამაშია | რას ამბობს ქართველზე მეჯიქის მწვრთნელი
გოგას ისევ არ უთამაშია | რას ამბობს ქართველზე მეჯიქის მწვრთნელი