გიორგი შერმადინი, ლაგუნა ტენერიფე
Aa
Aa

შერმადინის 18 ქულა - ტენერიფემ ბრეოგანს მოუგო

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში ლაგუნა ტენერიფემ ბრეოგანს უმასპინძლა და 90:81 დაამარცხა.

ამ გამარჯვებაში უდიდესი წვლილი გორგი შერმადინმა შეიტანა. ქართველი კალათბურთელი ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა და პარკეტზე 23 წუთი გაატარა.

ამ პერიოდის განმავლობაში მან 18 ქულას, და 5 მოხსნას მოუყარა თავი. შერმადინმა მატჩის მიმდინარეობისას 11-დან რვა 2-ქულიანი გამოიყენა. 4 საჯარიმო ტყორცნიდან 2 ჩააგდო.

გიორგიმ 5 მოხსნიდან ორი საკუთარ ფარზე შეასრულა, სამი მეტოქის. ჯამში მან 1 პერსონალური ფოლი მიიღო.

ამ გამარჯვების შემდეგ, ვიდორეტას გუნდს სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე იმყოფება. შემდეგ ტურში, ლაგუნა ტენერიფე მანრესას ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები