ასპინალი: მიყვარს MMA, მაგრამ თავად ინდუსტრია მძულს
UFC-ის ჩემპიონმა მძიმე წონაში, ტომ ასპინალმა, MMA-ს ინდუსტრია გააკრიტიკა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ასპინალს თავბრუსხვევები აწუხებს სირილ განთან ბრძოლაში მიღებული თვალის ტრავმის შემდეგ. მის მხედველობის არეში გაჩნდა ე.წ. „ბრმა ზონა“. ბრიტანელის ოქტაგონზე დაბრუნება გაურკვეველი ვადით არის გადადებული.
„ახლა ბრძოლებზე არც კი ვფიქრობ. ერთადერთი, რაზეც ვფიქრობ, ჯანმრთელობის აღდგენაა. ამიტომ, დაბრუნების თარიღზე საუბარს აზრი არ აქვს, სანამ ეს არ მოხდება.
მიყვარს ორთაბრძოლები, მე ისინი მართლა ძალიან მიყვარს და არასდროს შევწყვეტ მათ სიყვარულს. მაგრამ მძულს თავად ბიზნესი. ვფიქრობ, ამ ინდუსტრიისთვის მებრძოლები სრულად ჩანაცვლებადები არიან და ნებისმიერ შესაძლებლობაზე ამას გაგრძნობინებენ.
მაშინაც კი, თუ აკრძალულ დარტყმას მიიღებ, რომელმაც შესაძლოა შენს მთელ შემდგომ ცხოვრებაზე მოახდინოს გავლენა, მათ, ფაქტობრივად, ფეხებზე ჰკიდიათ - ისევე, როგორც ყველას“,
– განაცხადა ასპინალმა.